მარკეტინგი

მარკეტინგი
• ტერმინი „მარკეტინგი“ წარმოებულია ინგლისური სიტყვიდან „მარკეტ“ – „ბაზარი“. აღნიშნული ტერმინი გაჩნდა XIX-XX სს. მიჯნაზე და ნიშნავდა ბაზარზე საქონლისა და მომსახურეობის მოთხოვნილებისა და გასაღების შესწავლას. მარკეტინგი, როგორც წარმოებისა და რეალიზაციის მართვის სისტემა, ერთი მხრივ, გულისხმობს ბაზრის საგულდაგულო და ყოველმხრივ შესწავლას, მომხმარებელთა მოთხივნილებებისა და გემოვნების ცოდნას, წარმოების ორგანიზაციას ამ მოთხოვნილებათა უფრო სრულ დაკმაყოფილებაზე. მეორე მხრივ, მარკეტინგი - ესაა აქტიური ზემოქმედება ბაზარზე და არსებულ მოთხოვნილებებზე, ამ მოთხოვნილებათა ფორმირების პროცესზე. მარეკეტინგი, როგორც მმართველობითი სქამიანობისადმი სისტემატური მიდგომა - მკაფიოდ დასახული მიზნით, მის მისაღწევად მიმართული დაწვრილებითი ღონისძიებების ერთობლიობით - მრავალ არაეკონომიკურ პროცესზე გავრცელდა, მაგალითად, სხვადასხვა სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანიზაციების საქმიანობაზე, საარჩევნო კამპანიების ორგანიზება-ჩატარებაზე და ა. შ.
Source: მაცაბერიძე მალხაზ, არჩევნები და პოლიტიკური მარლეტინგი. / საქ. ახალგაზრდა პოლიტოლოგთა ასოციაცია პლურალიზმის ცენტრი – თბ., 1997,
• არის ორგანიზაცის მიერ სწორად დაგეგმილი და წარმართული ურთიერთობები სხვადსხვა ბაზარსა და საზოგადოებასთან, რადგანაც ყველა ორგანიზაცის უწევს მოქმედება ერთ ან რამდენიმე და საზოგადოების არეალში. მაგ., უნივერსიტატისათვის ბაზარი არის: სტუდენტური ბაზარი, ფაკულტეტის, დონორისა და საზოგადოებრივი აზრის ბაზარი; პოლიტიკური პარტიისათვის - ამომრჩეველთა, დამფინანსებელთა და ინტერესთა ჯგუფების ბაზარი. შესაბამისად, ყოველი ბაზარი შედგბა მცირე ჯგუფებისაგან, ანუ მარკეტინგული სეგმენტებისაგან, რომელთაც თავის მხრივ სპეციფიკური საჭიროებები, მოთხოვნები და პრიორიტეტები გააჩნია. ყოველ ორგანიზაციას ყოველ მარკეტულ სეგმენტთან მიმართებაში თავისი კონკრეტული მიზნები ამოძრავებს. მარკეტინგი თავის მხრივ გულისხმობს ანალიზს, დაგეგმვას, საქმიანობასა და კონტროლს, რომელსაც ორგანიზაცია ბაზრებთან დამოკიდებულებაში ახორციელებს. მარკეტინგული ურთიერთობების მთელი სტრუქტურა და დინამიკა უკვე გარკვეულ კონცეპტუალურ სისტემად ჩამოყალიბდა, ხოლო მისმა გადატანამ და გავრცელებამ ბიზნეს სექტორიდან არამომგებიან სექტორზე უკვე ახალი, შემოქმედებითი გააზრების შესაძლებლობა შექმნა.
Source: ქალთა ორგანიზაციების მეგზური=A handbook for women's organizations : [პუბლიკაცია] / საგანმანათლებლო თანამშრომლობისა და განვითარების ცენტრი - თბ., 2003

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Поможем написать реферат

Полезное


Смотреть что такое "მარკეტინგი" в других словарях:

  • საარჩევნო მარკეტინგი — ერთ ერთ ძირითად სახეობას წარმოადგენს. ამ უკანასკნელს ხშირად აიგივებან საერთოდ პოლიტიკურ მარკეტინგთან, რაც მათლად ზუსტი არაა. მათ შორის არსებულ განსხვავებაზე ფრანგი პოლიტოლოგი დ. ლინდონი არნიშნავს: „პოლიტიკური მარლეტინგი ესაა თეორიებისა და… …   Georgian encyclopedia

  • პოლიტიკური მარკეტინგი — იკვლევს პოლიტიკური ბაზრის მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების პრობლემას. მას მჭიდრო კავშირი აქვს ისეთ დისციპლინებთან, როგორიცაა პოლიტიკური ფსიქოლოგია, პოლიტიკური გეოგრაფია, პოლიტოკური სემანტიკა, პოლიტიკური სოციოლოგია, მასობრივი კომუნიკაციის… …   Georgian encyclopedia

  • ნიშური მარკეტინგი — სატელევიზიო ბაზარზე ნიშები კლასიფიცირდება შემდეგი მახასიათებლებით: 1. პროგრამული, რაც სპეციფიკურ მომსახურებაზე ორიენტირებას განსაზღვრავს. მაგალითად, CNN იკავებს ახალი ამბების, ხოლო ESPN სპორტული პროგრამების ნიშას. 2. დემოგრაფიული, როდესაც… …   Georgian encyclopedia

  • იმიჯი — მიზანდასახულად შექმნილი განსაკუთრებული სახე წარმოდგენა, რომელიც ასოცირების მეშვეობით ობიექტს (მოვლენას, პიროვნებას და ა. შ.) ანიჭებს დამატებით ფასეულობებს (სოციალურს, პოლიტიკურს, ფსიქოლოგიურს, ესთეტიკურს და ა. შ.), რის წყალობითაც ხელს უწყობს მის… …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»